Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ნამდვილი სამოთხე, რომლის შესახებ ბევრს არაფერი სმენია - ტყიბულის რაიონში ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს
ambebi.ge
17 October 2017, 19:20
ტყიბულის რაიონის სოფელ ძმუისში, მდინარე ლეხიდარზე კანიონი აღმოაჩინეს, რომელსაც უცხოეთიდან უკვე მოჰყვა დაინტერესება. კანიონის შესახებ კლუბ "თეთნულდის" წევრი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგი ირაკლი ჯულაყიძე გვესაუბრა...

- ხუთი წელიწადია უკვე მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ოფიციალურად არსებობს, თუმცა მანამდეც დავდიოდით ექსპედიციებში... სწორედ ჩვენ ვნახეთ რაჭაში უნიკალური მღვიმე, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მედიამ ფართოდ გააშუქა. საქმეში მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიც ჩაერთვნენ.

ფოტოგრაფი იყო ჩამოსული, ასევე იყვნენ ჩეხი სპეციალისტები... ნიუ-იორკის ინსტიტუტის სპეციალისტის თქმით, ასეთი მღვიმე მსოფლიოში მეორე არ არის ჯერჯერობით აღმოჩენილი...

400 წლის შემდეგ კოდის ციხეზე პირველები ჩვენ ვიყავით ახლახანს, ბატონ ბუბა კუდავასთან ერთად. აქტიურად ვმუშაობთ კანიონების მიმართულებით!

იტალიელებთან ერთად, თავიდან ბოლომდე გავიარეთ ტყიბულის რაიონში მდინარე ლეხიდარის ხეობაში არსებული ულამაზესი კანიონი, რომლის თაობაზეც ადგილობრივების გარდა არავისთვის არაფერი იყო ცნობილი. ძმუისის კანიონი, ასე ეძახიან ძმუისელები, ულამაზესია და ტურისტული თვალსაზრით დიდი პერსპეტივა აქვს. გადავიღეთ კანიონის ვიდეო და ფოტომასალა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა National Geographyc-ის ფოტოგრაფი... ეს ძალიან საინტერესო კანიონი გახლავთ... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' });
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი